საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა

ამ კვირიდან საინტერესო პოლიტიკური პროცესი იწყება.

„კოვიდ 19“-ის პანდემიის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებისთვის საქართველოს პირველი არხის და აჭარის ტელევიზიის პლატფორმა იქნება გამოყენებული, რის შემდეგაც პროექტის განხილვა პარლამენტში გადაინაცვლებს. დღევანდელი მოცემულობით, პროცესში არ ჩაერთვება ორი ოპოზიციური ფრაქცია: „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ფრაქციები გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ახალი საარჩევნო სისტემის მხარდაჭერას არ აპირებენ. თუმცა, თუ დამოუკიდებელი დეპუტატების და „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციას გავითვალისწინებთ, მმართველ გუნდს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო 113 ხმის მოგროვება არ უნდა გაუჭირდეს.

77/73-ზე თუ 120/30-ზე – ნათია ქენქაძე არკვევდა, მანდატების განაწილების რომელი მოდელით დაკომპლექტდება პარლამენტი ოქტომბერში.