საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი

ოპოზიციის ერთმა ნაწილმა შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს. მათი განცხადებით, მიზეზი უმრავლესობის მხრიდან საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევაა. პარტია „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებთან დაკავშირებულ პუნქტს არ ასრულებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, ცვლილებები ვერ იქნება ლეგიტიმური.

ბრალდებებს პასუხობენ მმართველ გუნდში. დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე კი მომავალი საპარალმენტო არჩევნები არსებული მოდელით ჩატარდება.