საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვა

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. განხილვის საორგანიზაციო კომისიამ პირველი შეხვედარა პარლამენტში გამართა. ირაკლი კობახიძემ ცვლილებების ძირითადი ნაწილი განმარტა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პროექტი სულ 5 ცვლილებას მოიცავს. სახალხო განხილვები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგი სხდომა თბილისში პარლამენტის შენობაში გაიმართება.