საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე პროექტის განხილვა გაიმართება. ოპოზიციის ნაწილი ბლოკების შექმნის შესაძლო აკრძალვას და ნულოვან ბარიერს ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველო“ პროექტს მხარს დაუჭერს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის წევრები ამბობენ, რომ საპარლამენტო განხილვისას ისინი ბლოკების საკითხს გააპროტესტებენ.