საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 

პარლამენტის დღის წესრიგში ახლა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხია.

იგულისხმება საკონსტიტუციო ცვლილებები. 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, ასევე შემცირდება ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობა და შვიდის ნაცვლად ოთხი კანონმდებლის გაერთიანებაც საკმარისი იქნება, ასევე შეიცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესი, რისთვისაც იზრდება. სამივე საკითხს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა სჭირდება. შესაბამისი საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტში ორშაბათს უნდა დარეგისტრირდეს. პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო დიდი ალბათობით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაც ხმაურიანად ჩაივლის.