საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინში

ჩატარდება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი  მოდელით – საბოლოო გადაწყვეტილებას კანონმდებლები ხვალ მიიღებენ. ზუსტად 24 საათში პლენარულ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა გაიმართება. ცვლილებებს მხარს უჭერს  117 დეპუტატი, რაც კანონის ამოქმედებისთვის საკმარისზე მეტია, თუმცა, შედგება თუ არა პოლიტიკური კონსენსუსი, ამ საკითხზე მსჯელობა ისევ გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კვლავ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას და ციხიდან გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის სხდომა დაინიშნა, რა საკითხს განიხილავენ სხდომაზე, ნათია ქენქაძე  გაგვაცნობს ამ ინფორმაციას და ასევე კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე მხარეთა პოზიციებს.