საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე კენჭისყრა

საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე, საბოლოო კენჭისყრისთვის ემზადება.  ექნება თუ არა ქვეყანას ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებს 73-დან 30-მდე შეამცირებს, ეს ხვალ გაირკვევა. ამ დრომდე პოზიციის შეცვლას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ გეგმავენ და ამბობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე  საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი  მხარდაჭერა არ ექნება.

ცვლილებებს მხარს უჭერენ „პატრიოტთა ალიანსი“, დამოუკიდებელი დეპუტატები და საპარლამენტო უმრავლესობა, რომელთა ხმებიც ცვლილებების მისაღებად საკმარისი იქნება.