საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ოზურგეთში

18:19, 25.09.2019

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას ოზურგეთმა უმასპინძლა. ფოლკლორის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს. განსახილველად ცვლილების ორი პროექტია გამოტანილი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, ხოლო მეორე – საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.

მსგავსი