საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დასრულდა 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვები დასრულებულია.

პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და ე.წ. ნულოვანი ბარიერის შემოღებას გულისხმობს. ანუ საკანონმდებლო ორგანოში ხვდება ყველა ის პარტია, რომელიც ხმათა მინიმუმ 0.67 %-ს მიიღებს.

სწორედ ნულოვანი ბარიერი და ბლოკების შექმნის აკრძალვა პოლიტიკურ სპექტრში მთავარი სადავო თემაა. ამიტომ დეპუტატებს უმრავლესობის პროექტთან ერთად ალტერნატიული წინადადებების განხილვაც მოუწევთ.