საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ამბროლაურში

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს ამბროლაურში გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აცნობს. ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.

სწორედ ეს ბოლო პუნქტი, ბლოკების შექმნასთან ერთად, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ჯერ ისევ კამათის თემაა. ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებების, საყოველთაო სახალხო განხილვები რეგიონებში ამბროლაურით დასრულდება. შემდეგი შეხვედრა უკვე თბილისში, 30 სექტემბერს გაიმართება.