საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

იწყება რამდენიმეთვიანი პოლიტიკური დაძაბულობის და მოლაპარაკებათა ხმაურიანი რაუნდების ფინალური ეტაპი.

8 მარტს შეთანხმებული საარჩევნო მოდელის კონსტიტუციაში ჩასაწერად, ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი განხილვა იგეგმება, რისთვისაც საქართველოს პირველი არხის ეთერს გამოიყენებენ. პროცესში არ ჩაერთვებიან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას ძალაში ტოვებენ. 20-კაციანი და 7-კაციანი ფრაქციების ბოიკოტის მიუხედავად, პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების გადანაწილების ახალი სისტემა დიდი ალბათობით მაინც მხარდაჭერილი იქნება. საარჩევნო სისტემის შეცვლა „პატრიოტების“ და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმებზეა დამოკიდებული.