საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 

საათები რჩება პარლამენტის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ხვალ გაირკვევა, მიიღებს თუ არა პირველი მოსმენით საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს. ხმაურიანი სხდომის და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მმართველმა გუნდმა კონსულტაციებისთვის დრო კიდევ ერთხელ ითხოვა და დღეს დაგეგმილი კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. ახლა საინტერესოა, მოახერხებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა მის მიერვე მომზადებული პროექტის გარშემო საკმარისი ხმების მობილიზებას. „ქართული ოცნების“ ის დეპუტატები, რომლებმაც, გასხვავებული პოზიციის მიუხედავად, თვეების წინ ცვლილებების ინიცირებას მხარი მაინც დაუჭირეს და ახლა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ისევ ეწინააღმდეგებიან, პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. ისინი მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდით და კანონპროქტის ჩაგდებით იმუქრებიან.

მმართველი გუნდის შიგნით არსებული უთანხმოება ხელოვნურად ეჩვენება ოპოზიციას, რომელიც პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში აქციებით იმუქრება.

თეონა მანაგაძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი