საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა გრძელდება რეგიონებში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ახალი ცვლილებები ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-იანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ.