საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა  

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების გარშემო დისკუსია გრძელდება.

საჯარო განხილვა ამჯერად ბათუმში მოეწყო. პოლიტიკოსების, უფლებადამცველების და მოქალაქეების მონაწილეობით გამართულმა შეხვედრამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. 2020 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ყველა მხარე თანხმდება, კითხვები ძირითადად ბუნებრივი, ანუ ნულოვანი ბარიერის გარშემო დაისვა. ქვეყნის მასშტაბით საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, შეიტანს თუ არა მმართველი გუნდი პროექტში კორექტივებს. შემდეგი ეტაპი საპარლამენტო განხილვები და პროექტის კენჭისყრაზე გატანაა, რა დროსაც უმრავლესობას ოპოზიციის მხარდაჭერაც დასჭირდება.