საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

საკონსტიტუციო პროექტი, რომელმაც ახალი პოლიტიკური რეალობა უნდა შექმნას – დეპუტატები საარჩევნო სისტემის ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრისთვის ემზადებიან, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, ქვეყანაში პარლამენტისა და მთავრობის ფორმირების ახალი წესი ამოქმედდება.

შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე, მოქალაქეები 120 დეპუტატს პარტიული სიიდან ანუ პროპორციული წესით, ხოლო 30-ს მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ. ამასთან პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. როგორც ცნობილია, ცვლილებებს მხარს უჭერს უმრავლესობა, ფრაქციები დამოუკიდებელი დეპუტატები, „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე უფრაქციო კანონმდებელთა ნაწილი, ამათან, უკვე გარკვეულია, რომ პროექტის პირველ მოსმენაზე მხარდაჭერას გეგმავს „ევროპული საქართველო“. რიგგარეშე სხდომას არ დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

რა გაცხადებები კეთდება საკანონდებლო ორგანოში – სალომე ქოქიაშვილის ჩართვა.

საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ