საკონსტიტუციო ცვლილებები - შეფასებები

საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოდის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძე დოკუმენტიდან ჩანაწერის „შემდეგი არჩევნების“ ამოღებას ემხრობა და მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში დაბალი ბარიერის და პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ამასთან პარტიის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი გააგრძელებს თუ არა, ოპოზიციის ქცევაზე და „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ირაკლი კობახიძის პოზიციას საპარლამენტო ოპოზიცია აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება და ამ ფორმით ძალაუფლების შენარჩუნება სურს.