საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში

ოპოზიციური პარტიები პარლამენტის დატოვებას არ აპირებენ.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მწვავე ოპონირების რეჟიმში გადადიან. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ უმრავლესობის მიზანია, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს და საკანონმდებლო ორგანოში კომფორტი მოიწყოს. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ აქტიურად აპირებენ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებას, რათა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება აიძულონ, რომელიც საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 %-მდე შემცირებას ითვალისწინებს. მმართველი გუნდი კი ოპოზიციას საბოტაჟის მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან სწორედ მათი გადაწყვეტილებების გამო გავიდა, ვინაიდან ისინი რადიკალურ და პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს ქმნიან.