საკონსტიტუციო ცვლილებები - კარლ ჰარცელის გამოხმაურება

„პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს“ – კენჭისყრის დასრულების შემდეგ მალევე, პარლამენტში განვითარებულ პროცესს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა. კარლ ჰარცელი, რომელიც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გამართულ მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული, იმედოვნებს, რომ პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების მისაღწევად, ყველა მხარე აიღებს. „მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება შეძლო“, – წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.

კარლ ჰარცელი – მე დავითვალე 142 ხმა, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას უჭერდა მხარს 8 მარტის შემდეგ