საკონსტიტუციო ცვლილებები - ირაკლი კობახიძის განცხადება

„გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებებს მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს, რადგან მათთვის ევროინტეგრაცია და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება უმნიშვნელოვანესია“, – განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება სამართლებრივ და მმართველობის პრინციპებს, აღნიშნული საკითხი მოხვდა ევრორეკომენდაციებში და შესაბამისად, მიღებული უნდა იყოს. მისივე თქმით, თუ ცვლილებები ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, აშკარა იქნება, რომ ისინი კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ მიდიან.