საკონსტიტუციო ცვლილებები

რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჯერ კიდევ უცნობია, საყოველთაო სახალხო განხილვების დასრულების შემდეგ პროექტს პირველი მოსმენით პარლამენტმა კენჭი ივნისის ბოლოს უნდა უყაროს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. მმართველ პარტიაში კი ცვლილების მხარდაჭერისთვის ემზადებიან და განმარტავენ, რომ თუ პროექტი ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ მოაგროვებს, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას გეგმავენ დამოუკიდებელი დეპუტატები, შესაბამისად პროექტის დამტკიცება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშეც შესაძლებელი იქნება.