საკონსტიტუციო ცვლილებები

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ოთხ ივნისს დაიწყება.

დისკუსია დისტანციურად ჩატარდება. ინტერაქცია საქართველოს პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიის მეშვეობით მოხდება. ცვლილებებს მოსახლეობა სატელევიზიო ეთერით გაეცნობა, კითხვებს კი, ინტერნეტის საშუალებით დასვამს.  განხილვების განრიგი დღეს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განისაზღვრა – ნათია ქენქაძე მხარეთა პოზიციებით.