საკონსტიტუციო ცვლილებები

ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნება“ მზად არის გენერალური პროკურორის არჩევის წესი შეცვალოს. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის სხდომაზე განიხილავენ. პროექტის მიხედვით, მომავალი გენერალური პროკურორი პარლამენტმა მაღალი კვორუმით უნდა დაამტკიცოს.

მოიპოვებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებისთვის საჭირო 113 დეპუტატის მხარდაჭერას, – მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.