საკონსტიტუციო ცვლილებები

როდის განახლდება საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა, ჯერჯერობით უცნობია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილების მიღებამ 2023 წლამდე გადაიწიოს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენპროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, ეს არჩევნების წინა პერიოდში უკეთ გამოჩნდება. ამ საკითხში ირაკლი კობახიძე ერთ -ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ოპოზიციის ქმედებებს ასახელებს, პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, 5%-იანი ბარიერი ლეგიტიმურია, თუმცა, თუ ოპოზიცია საკუთარი ნაბიჯებით პოლარიზაციას შეამცირებს, „ქართული ოცნების“ მოტივაცია ბარიერის შემცირების კუთხით, არსებითად გაიზრდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ამ განცხადებას, იზიარებს მმართველი გუნდიც, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ოპონენტებს შეთანხმების დარღვევის გამო