საკონსტიტუციო ცვლილებები

„ქართული ოცნება“ მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც განიხილოს, თუმცა, წინაპირობას აყენებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამისთვის ოპოზიციამ ნეგატიური დღის წესრიგი პოზიტიურით უნდა შეცვალოს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ამაში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნაც იგულისხმება, რაზეც მათ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვან.

ოპოზიციის ნაწილი ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. ცალკეული ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ ნეგატიური დღის წესრიგის პოზიტიურით ცვლილებაში „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების ცვლილებას გულისხმობს.

ნაწილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებაში არ მონაწილეობდა, ამიტომ მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისას შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში მიღწეულ საერთო გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს.

დატოვე კომენტარი