საკონსტიტუციო ცვლილებები

პოლიტიკური დღის წესრიგის ახალი თემა ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მომავალია.

ისევ ბუნდოვანია, დაამტკიცებენ თუ არა საერთოდ და რა ფორმით პროექტს, რომელზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ჯერ კიდევ თვეების წინ შეთანხმდა. ამჯერად სადავო ხდება ბარიერის დაწევის საკითხი და ის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და შემცირებული ბარიერი მომდევნო არჩევნების დროს უნდა ამოქმედდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თემა მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ გააქტიურდა, სადაც ირაკლი კობახიძემ ბარიერის დაწევა და ზოგადად პროექტზე მსჯელობის გაგრძელება ხელისუფლების კეთილ ნებად და არა ვალდებულებად გამოაცხადა. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პროექტის უცვლელად დამტკიცებისკენ მოუწოდებს, ხელისუფლებას დაბალი ბარიერის უპირატესობაზე მიუთითებენ საერთაშორისო პარტნიორებიც.

დატოვე კომენტარი