საკონსტიტუციო ცვლილებები 

საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მორიგი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია.

მმართველი გუნდი საარჩევნო ბარიერის დაწევის და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების მომხრეა, თუმცა ოპოზიციისგან ცვლილებების განხორციელებისთვის არგუმენტებს ითხოვს. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის შეცვლას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნისთვის გამოიყენებს. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს. ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საარჩევნო ბარიერი დაწიოს და ამ საკითხს პოლიტიკური ვაჭრობის საგნად ნუ აქცევს.