საკონსტიტუციო ცვლილებები

საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. მმართველი გუნდი საარჩევნო ბარიერის დაწევისა და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების მომხრეა, თუმცა, ოპოზიციისგან არგუმენტებს ითხოვს ცვლილებების განხორციელებისთვის. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის შეცვლას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნისთვის გამოიყენებს. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს. ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საარჩევნო ბარიერი დაწიოს და ამ საკითხს პოლიტიკური ვაჭრობის საგნად ნუ აქცევენ.