საკონსტიტუციო ცვლილებები

საარჩევნო ბარიერის დაწევის მიზნით, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. პროექტის ავტორები „ქართული ოცნება“ და პარტია „მოქალაქეები“ არიან. ინიციატივის მიხედვით, ბარიერი ხუთიდან სამ პროცენტამდე მცირდება. სიახლეა საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების წესთან დაკავშირებითაც.

მის შესაქმნელად არა შვიდი, არამედ ოთხი დეპუტატის გაერთიანება იქნება საკმარისი. ცვლილებების დამტკიცებას საკონსტიტუციო უმრავლესობა, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამ ეტაპზე პარლამენტში 96 კანონმდებელია. შესაბამისად, ოპოზიციის ხმების გარეშე ცვლილებების მიღება შეუძლებელია.