საკონსერვაციო შეთანხმება ადიგენში

ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში ხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომლებიც ეკოკორიდორების ფონდის ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა და რამდენიმე სათემო კავშირს შორის გაფორმდა.

ათწლიანი შეთანხმება მართვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას ითვალისწინებს. პროცესი ბუნების კონსერვაციასთან ერთად, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

პროექტის ბიუჯეტი მილიონ 200 ათასი ლარია.