საკონკურსო კომისიის დამტკიცება

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.

შესაბამის დადგენილებას პარლამენტმა 80 ხმით დაუჭირა მხარი. შესაბამისად, კომისიის შემადგენლობაში არიან: ეკა ხოფერია, სოფო ნარჩემაშვილი, მარიამ გოგოსაშვილი, თორნიკე გურული, დავით ცხადაძე, მაკო ჯაოშვილი, ერმილე მესხია, ანი კიკნაძე და გიორგი ნონიაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ათმა კანდიდატმა გამოთქვა.