საკომიტეტო მოსმენები აჭარის უმაღლეს საბჭოში

15:17, 06.04.2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხვალ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. მანამდე კი აჭარის უმაღლეს საბჭოში საკომიტეტო მოსმენები იმართება. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატსა და მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატები უსმენენ. სხდომაზე სულხან თამაზაშვილი და მინისტრთა კაბინეტის უცვლელი შემადგენლობა სამთავრობო პროგრამას, სამოქმედო გეგმასა და ხედვებს წარადგენენ. დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართება ბიუროს სხდომაც. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებას 11 ხმა სჭირდება, უმაღლეს საბჭოში კი `ქართულ ოცნებას¬ 13 დეპუტატი ჰყავს. თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე არ უსაუბრია.

მსგავსი