საკომიტეტო მოსმენა

ფინანსური სარგებლის მიზნით უკანონო მიგრაციის პროცესის ორგანიზება დასჯადი ხდება.

უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული ცვლილებები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ინიციატორთა განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გაზრდილია სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაციის ფაქტები. ამასთან, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მაღალია და ხშირად ევროპის ქვეყნების ჰუმანური მექანიზმების გამოყენება ბოროტად ხდება.