საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია

ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის 100 წლის საიუბილეოდ მონეტა გამოუშვა. 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარადგინა. მონეტის ცალ მხარეს ეროვნული ბანკის ლოგოა, ხოლო მეორე მხარეს ის შენობაა გამოსახული, რომელშიც 1919 წელს საქართველოს პირველი სახელმწიფო ბანკი დაფუძნდა.

მონეტა ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მისი სარელიზაციო ფასი 75 ლარია. შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი.