საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, „ბაკურიანი 2025“ თემაზე ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს გადასცა. მონეტა ასევე გადაეცათ 2010 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის და ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი სპორტსმენის, კობა წაქაძის ოჯახებს. საკოლექციო მონეტა განთავსდება სპორტის მუზეუმშიც. მონეტების რეალიზაციის დაწყების ზუსტი თარიღი და პირობები ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფულის მუზეუმის პლატფორმაზე გამოქვეყნდება.