საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება

გადაწყვეტილება, რომელსაც უამრავი მშობელი ელოდა: მომავალი ორშაბათიდან ბავშვებისთვის სკოლის კარი გაიღება.

4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი ფიზიკურად განახლდება. სწავლის კლასებში დაწყების საკითხი დღემდე ეჭვქვეშ იდგა და რამდენიმე ფაქტორზე იყო დამოკიდებული, რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ კი დაპირება ძალაში დარჩა. თუმცა, გადაწყვეტილებას რამდენიმე პირობა ერთვის – პირბადე უნდა ატაროს ყველამ, მათ შორის დაბალი კლასის მოსწავლეებმაც. სკოლების ხელმძღვანელობა ასევე ვალდებული იქნება, რომ მშობლებსა და მასწავლებლებს შორის კოვიდ-გადატანილების, ასევე ვაქცინირებულ და არავაქცინირებულთა სტატისტიკა აღრიცხოს და აუცრელთა მიმართ იმუნიზაციისკენ მოწოდებები გაააქტიუროს. უსაფრთხო სასწავლო გარემოს მთავარ გარანტად ეპიდემიოლოგები წესების დაცვასთან ერთად სწორედ ვაქცინაციის ტემპის ზრდას მიიჩნევენ. სხვა შემთხვევაში ლოკალურ ეპიდ-აფეთქებებს და კვლავ სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადასვლას პროგნოზირებენ.

დატოვე კომენტარი