სახვითი ხელოვნების მუზეუმი ორი წლისაა

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს დღეს დაარსებიდან ორი წელი შეუსრულდა.

მუზეუმმა საიუბილეო დღე დამთვალიერებელს მიუძღვნა და მთელი დღის განმავლობაში უსასყიდლო ტურებს უმასპინძლებს. მუზეუმი ახალ პროექტს სახელწოდებით „პირისპირ“ იწყებს, რომელიც უფროსი და ახალი თაობის არტისტების დიალოგს გულისხმობს და პროექტის ფარგლებში 12 ახალგაზრდა არტისტს უმასპინძლებს.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა და მასში ქართველი მხატვრების 3500-მდე ნამუშევარია დაცული.