სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

მეთაურების უფლებამოსილებები გადაიბარეს II და III ბრიგადებში. შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, ყოფილ მეთაურებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ვიცე-პოლკოვნიკებს კობა გრიგოლიასა და მალხაზ კალმახელიძეს კი წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ლევან იზორიამ 2018 წელს თავდაცვის უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და ყურადღება ძლიერი შეიარაღებული ძალების მნიშვნელობაზე გაამახვილა.