სახლი დევნილ ოჯახს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში, დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულა. ალექსანდრე ვეკუას ექვს-სულიან ოჯახს, სააგენტომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ორსართულიანი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის ოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

2020 წელს, სააგენტო 1000-ზე მეტი სახლის შესყიდვას გეგმავს.