ახალ წელს ახალ საცხოვრებელში შეხვდება სოფელ კარალეთში მცხოვრები გურგენაშვილების ექვსსულიანი ოჯახი. სახლი გადაეცა ასევე ბნავისელ ალექსანდრე პავლიაშვილსაც, რომელიც წლებია, ავარიულ შენობაში მარტო ცხოვრობს. ორივე ოჯახს კოტეჯის გასაღები და საახალწლო ნობათი გორის მუნიციპალიტეტის მერმა გადასცა. გორის მერიამ 2025 წელს ახალი საცხოვრისით ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.