სახლების გადაცემა
სოფელ კარალეთში მცხოვრები გურგენაშვილების ექვსსულიანი ოჯახი, ახალ წელს, ახალ საცხოვრებელში შეხვდება. სახლი გადაეცა ასევე ბნავისელ ალექსანდრე პავლიაშვილსაც, რომელიც წლებია ავარიულ შენობაში მარტო ცხოვრობს. ორივე ოჯახს კოტეჯის გასაღები და საახალწლო ნობათი, გორის მუნიციპალიტეტის მერმა გადაეცა. გორის მერიამ 2025 წელს ახალი საცხოვრისით, ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.