სახლები დევნილი ოჯახებისთვის
იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის დევნილთა სააგენტო. იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლებაზეც, სპეციალურმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ. მიმდინარე წელს, სააგენტომ სახლი 1 640 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. უწყების ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიური რეჟიმით გაგრძელდება.