სახიფათო საბავშვო პროდუქცია

ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშ ტყვიას, შესაძლოა, ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების ნაწილიც შეიცავდეს. კვლევის შედეგები არც ამ კუთხით არის სახარბიელო. ამიტომ, როდესაც ბავშვისთვის სათამაშოებს ყიდულობთ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ჯანმრთელობა, ძირითადად, მწარმოებელი კომპანიების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. მეტ-ნაკლები დაცულობის გარანტიას მხოლოდ პროდუქციის მაღალი ფასი ქმნის.

ექიმების განმარტებით, მცირეწლოვნების ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკებს, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება სწორედ დაბალფასიანი პროდუქცია შეიცავდეს.

ირკვევა, რომ ქვეყანაში სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სათამაშოების შემოწმების მექანიზმები, პრაქტიკულად, არ არსებობს.

თემაზე გვანცა გავაშელი მუშაობდა.