სახიფათო რიტორიკა
ოკუპირებული რეგიონების მიმართ ოპოზიციონერი აქტორების საფრთხის შემცველი გზავნილები გრძელდება.
ყოფილი პრეზიდენტი შერიგების პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს და ნდობის აღდგენის პროცესს დროის ფუჭ კარგვად მიიჩნევს. მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ ძალით ესახება. ბუნებრივია, ამ განცხადებამ კიდევ უფრო მეტი რეზონანსი გამოიწვია მმართველ გუნდში, რომელიც ექს-პრეზიდენტს 18 წლის წინანდელი ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს და რომელიც ამჯერად ოპონენტებს გარე ძალების ახალი დავალებით ამჯერად ნდობის აღდგენის პროცესის მიზანმიმართულად ხელშეშლაში სდებს ბრალს. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ცალკეული ოპოზიციონერი აქტორების, მათ შორის ნიკა გვარამიას, ბოლოდროინდელი განცხადებები. თუმცა გვარამიას მხრიდან სომხეთთან პარალელების გავლების გამო „ახალის“ ლიდერი მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკის სამიზნე არ არის. პოლიტიკურ კორუფციასა და „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში დადანაშაულების შემდეგ აფხაზეთზე განცხადება კიდევ ერთი თემაა, რის გამოც სააკაშვილი და გვარამია ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ.