სახიფათო რიტორიკა სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ
სამშვიდობო პროცესის კრიტიკა და მძიმე თემაზე საფრთხის შემცველი რიტორიკა არ წყდება. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების გზებზე ბოლო პერიოდში გააქტიურებული დისკუსია ყოფილი პრეზიდენტის მორიგმა რეზონანსულმა გზავნილმა გაამწვავა. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას გამორიცხავს, ამჯერად ამტკიცებს, რომ ეთნიკურ აფხაზებს ქართველები სძულთ. ექსპრეზიდენტი მორიგი წერილით იმეორებს საკუთარ ნარატივს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შერიგების პროცესზე არ გადის.
ცალკეული ოპოზიციონერი აქტორების ბოლოდროინდელი გამოსვლები და სააკაშვილის გზავნილები კოორდინირებული კამპანიის ნაწილია ხელისუფლებისთვის, რომელსაც დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა და მათი დაბრუნება მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკით ესახება. ნდობის აღდგენის შეფერხების კონტექსტში განიხილება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ მოქმედი ლიდერების მხრიდან პარალელების სომხეთის მაგალითთან გავლება და აფხაზეთის ომის დროს ქართველ ჯარისკაცებზე გაკეთებული სკანდალური განცხადებებიც. ექსპრეზიდენტის მორიგმა გზავნილმა მწვავე რეაქციები ოპოზიციურ ფლანგზეც გამოიწვია.