სახიფათო არაგადამდები დაავადებები
დაავადებები, რომლებსაც ბოლო წლებში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები უკავშირდება.
მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ჩამონათვალში პირველ ადგილს გულსისხლძარღვთა დაავადებები იკავებს. წინა წელთან შედარებით გაზრდილია სიმსივნური დაავადებებით გარდაცვალების მაჩვენებელი, რასაც სპეციალისტები ძირითადად სკრინინგ-პროგრამებზე მიმართვის დაბალი მაჩვენებლით ხსნიან. მესამე ადგილზეა სასუნთქი გზების პრობლემა. ჩამონათვალი იგივეა ევროპის ქვეყნებშიც, თუმცა საქართველოში ამ დაავადებებით გარდაცვალების სტატისტიკა ბევრად მაღალია. ადრეული დიაგნოსტირება, მარილის მოხმარების შემცირება და ფიზიკური აქტივობები ექიმების მთავარი რეკომენდაციაა.