„რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტაბები იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ქართველ ხალხს დაეხმაროს, მილერმა უპასუხა, რომ ამერიკა განაგრძობს ნათლად გამოხატოს მხარდაჭერა იმ პოლიტიკისადმი, რაც გულისხმობს რუსული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანას. ამასთან, ჟურნალისტმა მეთიუ მილერს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“ საქართველოსაც მიესადაგება, რაზეც სპიკერმა უპასუხა, რომ მას არ სურს ორი სხვადასხვა სიტუაციის მქონე ქვეყნების შედარება.