სახელოვნებო სკოლის წარმატებები
ათწლეულების განმავლობაში შექმნილი მუსიკალური ტრადიცია – რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა წარმატებული მოსწავლეების ნამდვილ სამჭედლოდ იქცა. სასწავლებელი, სადაც რვა სხვადასხვა მიმართულება ფუნქციონირებს, არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსზე მიღწეული გამარჯვებებით ამაყობს. გამორჩეულია საგანმანათლებლო მიდგომაც: პროცესს აქ გამოცდილი პედაგოგები უძღვებიან, რომლებიც თავადაც ხშირად დგანან სცენაზე და საკუთარი შემოქმედებით მოსწავლეებს წარმატების მაგალითს აძლევენ.
რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი. #მოამბერეგიონები