სახელოვნებო გაერთიანება - „ღია სივრცე”

ძალადობის თემა თეატრალურ სცენაზე. საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას ახალგაზრდა რეჟისორი სპექტაკლს უძღვნის.

პრემიერის დღეს ექსპერიმენტული გაერთიანება „ღია სივრცე“ თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებსა და ხელოვანებს ამჯერად საკუთარ შენობაში მიიღებს. ალტერნატიული თეატრალური სივრცის პრეზენტაცია ყოფილ ელექტროქარხანაში 16 სექტემბერს შედგება.

სახელოვნებო გაერთიანება „ღია სივრცე“ ახალგაზრდა არტისტებისთვის შექმნილი გარემოა, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი.