სახელოვანი ქართველი სპორტსმენების საიუბილეო ღონისძიება ოლიმპიურ კომიტეტში

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სახელოვანი ქართველი სპორტსმენების საიუბილეო საზეიმო ღონისძიება გაიმართა. რობერტ შავლაყაძეს, ლერი გოგოლაძეს და ლევან თედიაშვილს, საიუბილეო თარიღი სპორტული სამყაროს წარმომადგენლებმა მიულოცეს. სიმაღლეზე ხტომაში პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს, რობერტ შავლაყაძეს 85 წელი შეუსრულდა.

წყალბურთში ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, ლერი გოგოლაძე კი 80 წლის გახდა.  ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლევან თედიაშვილს კი, 70 წელი შეუსრულდა.  საიუბილეო ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.