სახელმწიფოს პოლიტიკა ენერგოსექტორის მიმართ

21:48, 17.11.2026

საქართველოს ენერგოსექტორის მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი იზრდება.

ბოლო მონაცემებით, წლიური დაკრედიტება 23 %-იან ზრდას აჩვენებს, რაც მაღალ ნდობაზე მიანიშნებს. საერთაშორისო ინვესტორების მზარდ მოთხოვნას ქართულ ენერგოსექტორში ფული დააბანდონ და ახალი ენერგოობიექტები ააშენონ, მთავრობა ახალი მხარდამჭერი მექანიზმით უპასუხებს. უკვე მოქმედი სიეფდი მოდელით მთავრობა და ინვესტორი აუქციონის გზით თანხმდებიან იმ ტარიფზე, რომლითაც ენერგოობოიექტმა გამომუშავებული ენერგია უნდა გაყიდოს. თუ საბაზრო ფასი ნაკლებია ფასთა შორის სხვაობას სახელმწიფო ანაზღაურებს. მაღალი ინფლაციის და საწვავის გაზრდილი ფასის ფონზე, სწორედ ამ ტარიფის კორექტირებას ითხოვდა კერძო სექტორი. მოთხოვნა გათვალისწინებულია, მომავალი აუქციონის გამოცხადებამდე ეკონომიკის სამინისტრო ტარიფებს დააკორექტირებს.

რა  გავლენას მოახდენს გადაწყვეტილება ენერგო სექტორზე – მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ.

მსგავსი